როგორ უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი კუპატი?
ინგრედიენტები
ძროხის ან ღორის ხორცი ( ან მათი ნარევი) - 4 კგ
ხახვი - 4-5 თავი
ნაწლავი - საჭირო რაოდენობის
პილპილი - გემოვნებით
კოწახური - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ხმელი ქონდარი - 2 ჩ/კ
უცხო სუნელი - 2 ჩ/კ
მომზადების წესები
ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცი, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი,ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით,დანაყილი პილპილით, კოწახურითა და სუნელებით - კარგად დავზილოთ,თან ცოტ-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი იყოს ნაზი. ავიღოთ საქონლის (ან ღორის) გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი. განიერძძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული, დაკეპილი ხორცით გავტენოთ. თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ , ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად.