წარმოუდგენლად გემრიელი თევზი სოუსით
ინგრედიენტები
მოხარშული კარტოფილი - 3-4 ცალი
თევზის ფილე - 600 გ
გახეხილი ყველი - 100 გ
მარილი და პილპილი
სოუსი
რძე - 300 მლ
კარაქი - 50 გ
მარილი
ფქვილი - 1 ს.კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
მომზადების წესები
მოამზადეთ სოუსი "ბეშამელი": კარაქი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ ხელის სათქვეფით. შუშეთ 30-60 წამი, შემდეგ დაამატეთ მუსკატის კაკალი, რძე და მარილი. კარგად გახსენით და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ შესქელებამდე, დაახლოებით 1 წუთი.
თევზის ფილე დაჭერით საჭუალო ზომის ნაჭრებად და მოასხურეთ ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და ამოავლეთ ფქვილში. შებრაწეთ ტაფაზე ორივე მხრიდან.
ღუმელი გაახურეთ 180-200 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი, ძირში დაალაგეთ მოხარშული კარტოფილი, დაჭრილი, შედეგ გადაიტანეთ თევზის ნაჭრები. მოასხით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოამზადეთ ღუმელში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.