ნამცხვარი სალიამი
ინგრედიენტები
ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 1 შეკვრა
შავი შოკოლადი - 200 გ
შესქელებული რძე - 1 ქილა
კარაქი - 100 გ
კაკაო - 1 ს/კ
შაქრის პუდრა
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დავტეხოთ. შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ შესქელებული რძე და კაკაო, გავხსნათ ბოლომდე ყველა ინგრედიენტი და დავასხათ დაფხვნილ ნამცხვარს. მასა კოვზით ამოვურიოთ, შემდეგ გავშალოთ საკვებ ცელოფანზე, მივცეთ ძეხვის ფორმა, მჭიდროდ გავახვიოთ და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 2 სთ. გამაგრებულ ნამცხვარს მოვაცილოთ ცელოფანი და ამოვავლოთ შაქრის პუდრში.