იდეალური მოხარშული კრემი
ინგრედიენტები
სახამებელი - 40 გ
ვანილი
რძე - 300 გ
შაქარი - 80 გ
კარაქი - 30 გ
კვერცხის გული - 3
მომზადების წესები
ხელით ათქვიფეთ კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი.
შეათქვიფეთ სახამებელი. დაამატეთ ცხელი რძე და კარგად გახსენით.
ქვაბი დააბრუნეთ ცეცხლზე (ძალიან დაბალზე) და ურიეთ მუდმივად, სანამ მასა არ შესქელდება. კიდევ 2 წუთიც აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან;
მაშინვე შეათქვიფეთ კარაქიც და დადგით გასაცივებლად.
კარაქი შეათქვიფეთ მაშინვე, როგორც რეცეპტშია, ის ბზინვარებას და სასიამოვნო ფაქტურას აძლევს კრემს.
ამ ინგრედიენტებით გამოდის 350-400 გრ კრემი.
სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ორმაგი რაოდენობის კარაქი - ნაწილი ცხელსვე, ნაწილი კი კრემის გაცივების შემდეგ და ერთად ათქვიფეთ მიქსერით.