ყველაზე მარტივი ვაშლის ღვეზელი - დესერტი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ!
ინგრედიენტები
შაქარი - 100 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
კარაქი - 100 გ
ვაშლი - 2 ცალი
ფქვილი - 150 გ
ვანილინი
კვერცხი - 2 ცალი
მომზადების წესები:
შაქარი და კარაქი გაქენით ერთმანეთში, დაუმატეთ კვერცხი და ვანილნი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
გაფცქვენით ვაშლი, ამოაჭერით გული. თუ გსურთ ვაშლის მაგივრად გამოიყენეთ მსხალი. დაჭერით კუბიკებად და შეურიეთ ცომის მასას. სურვილისამებრ დაუმატეთ ქიშმიშიც.
ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ ძირითად მასას. აურიეთ ხის კოვზით.
ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.