თეგებით ძიება

ფანტასტიური ყავის ტორტი, რომელიც პირში დნება!

ინგრედიენტები
კვერცხის გული - 4
მდუღარე წყალი - 4 ს.კ+ 1 ს.კ ხსნადი ყავა
შაქარი - 230 გ
არაჟანი - 1 ს.კ
დარბილებული კარაქი - 150 გ
სოდა - 1/2 ჩ.კ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
ფქვილი - 320 გ

კრემი:
არაჟანი - 500 გ
კვერცხი - 2
ფქვილი - 3 ს.კ
შაქარი - 180 გ
ხსნადი ყავა - 2 ს.კ
დარბილებული კარაქი - 250 გ

მომზადების წესები
კვერცხის გულები ავთქვიფოთ კარგად 4 ს.კ. მდუღარე წყალთან რომელშიც გახსნილია ყავა, შემდეგ დავამატოთ შაქარი და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, ავთქვიფოთ, დავაცრათ ფქვილი სადაც არეულია უკვე სოდა და გამაფხვიერებელი. ეს ცომი შევინახოთ მაცივარში 3-4 საათით.
ამასობაში გავაკეთოთ კრემი: ავურიოთ არაჟანი, კვერცხები, ფქვილი, შაქარი და ცოტა წყალში გახსნილი ყავა. მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე .
განუწყვეტლივი მორევით ავადუღოთ კრემი. რომ გასქელდება - მზადაა. გავაცივოთ და შევურით გათქვეფილ კარაქს.
ცომი გაცივების შემდეგ გამოვიღოთ და გავყოთ 4-5 ნაწილად. თითოეული ნაწილი გამოვაცხვოთ 26 სმ. დიამეტრის მრგვალ ან საშუალო ზომის ოთხკუთხა ფორმაში 180-200 გრადუსზე.
ამ ფირფიტებს წავუსვათ კრემი და მოვრთოდ სურვილისამებრ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა