ატრია ქათმის ხორცით
ამ კერძის მოსამზადებლად შეგვიძლია ატრია შინ მოვამზადოთ _ წყლითა და ფქვილით მოვზილოთ მაგარი ცომი, თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრ¬ათ, შემდეგ კი მდუღარე მარილ¬იან წყალში მოვხარშოთ.
ინგრედიენტები
ოხრახუში - 1 კონა
გახეხილი ყველი - 2 ს.კ
ნიორი - 2 კბ
კარაქი - 2 ს.კ
ნაღები - 1 ს.კ
ხახვი - 2
ქათმის ხორცი, მოხარშული - 250-300 გ
დაკონსერვებული პამიდორი - 1 ჭ
მოხარშული ატრია - 300-400 გ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.
დავუმატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და განვაგრძოთ შუშვა.
3 წუთში დავასხათ ნაღები და ამოვურიოთ.
დავამატოთ მარილი, წიწაკა, ოხრახუში და ატრია.
როდესაც ატრია ყველა მხრიდან შეცხელდება, დავუმატოთ პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და ამოვურიოთ.
სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ ყველი და დაჭრილი მწვანილი. კერძი მივირთვათ ცხლად.