თეგებით ძიება

ნოყიერი სადილი მაკარონით და ფარშით

ინგრედიენტები
მაკარონი - 350 გ
ფარში - 200 გ
მოხარშული ლობიო - 150 გ
ტომატ-პასტა - 1 ს.კ
წყალი - 80-100 მლ
მარილი და პილპილი
დაფნის ფოთოლი
გახეხილი ყველი - 200 გ
მწვანე ხახვი

მომზადების წესები
მაკარონი მოხარშეთ და გადაწურეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაამატეთ ფარში, დაფნის ფოთოლი და შუშეთ რამდენიმე წუთი, სანამ გამოშვებულ წვენს არ დაიშრობს. შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალში გახსნილი ტომატი და გადაწურული ლობიო. (გამოიყენეთ სახლში მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო). ფარში უნდა იყოს წვნიანი. დაამატეთ მარილი და პილპილი. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მაკარონი, მოაყარეთ ფარში, ზემოდან მოახეხეთ სულგუნი ან სხვა რომელიმე რბილი ყველი, ნაკლებ მარილიანი. შედგით ღუმელში და შეწვით სანამ ყველი არ მოიბრაწება და ჩადნება. მოაყარეთ მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა