ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით
ინგრედიენტები
ქინძი - 2 კონა
მარილი
შავი პილპილი - 1 ჩ.კ
ხმელი რეჰანი - 1 ს.კ
ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ს.კ
ხახვი - 1/2 კგ
ქათამი - 1.6 კგ
ნიორი - 4 კბილი
წყალი - 150 მლ
მომზადების წესები
ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება.
მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.