მომზადების წესები: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დიდ ჯამში აურიეთ ნაღების ყველი, არაჟანი, ყველი ჩედერი, ლორი და მწვანე ხახვი. გადაიტანეთ მიღებული მასა გამოსაცხობ ღრმა ფორმაში და შედგით ღუმელში. აცხვეთ 30-35 წუთი, იქამდე, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება. გამოიღეთ ღუმელიდან მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი სახლის ჩიფსებთან ან ფუმფულა პურთან ერთად.