თეგებით ძიება

უგემრიელესი ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები
შესქელებული რძე - 1 ქილა
არაჟანი - 450 გ
კარაქი - 100 გ
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გ
ჟელატინი - 10 გ
ხილი

მომზადების წესები
საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ძირში პერგამენტის ქაღალდი. ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. ჩატკეპნეთ ფორმის ძირში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში შესქელებული რძე და არაჟანი ათქვიფეთ. გემოვნების მიხედვით შესქელებული რძე შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები დაამატოთ. ჟელატინი დაალბეთ ცოტა წყალში, შემდეგ გაადნეთ და შეურიეთ კრემს. გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი. სურვილის შემთხვევაში, კრემში დაამატეთ კენკრა ან ნებისმიერი სასურველი ხილი.
ზემოდან გააფორმეთ სურვილის მიხედვით, შოკოლადით, ხილით და ა.შ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა