უგემრიელესი დესერტი, ბევრი შოკოლადით, რომელიც ძალიან უხდება ზაფხულს. ინგრედიენტები კვერცხი - 5 ცალი შაქარი - 100 გრ კარაქი - 100 გრ შავი შოკოლადი - 1 ფილა კაკაო - 3 სკ კონიაკი - 2 სკ თხილი ან ნიგოზი - 200 გრ
მომზადების წესები 1. გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ. 2. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი. 3. 5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას. 4. გაანაწილეთ ჭიქებში, მოაყარეთ თავზე დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.