თეგებით ძიება

საოცარი იტალიური დესერტი - პანფორტე. ის სავსეა თხილებით და ჩირებით!

ინგრედიენტები
თხილი - 125 გ
ნუში - 125 გ
კურაგა - 100 გ
ლეღვის ჩირი - 100 გ
შაქარი - 100 გ
ფქვილი - 60 გ
კაკაო - 40 გ
ლიმონის ცედრა - 2 ჩ/კ
დარიჩინი - 2 ჩ/კ
დაფქული ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ
შაქრის პუდრა - 40 გ
თაფლი - 2 ს/კ

მომზადების წესები:
მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაზე, სანამ კანი არ გაეცლება.
ეცადეთ, მთლიანად გააცალოთ კანი. მსხვილად დაფქვით ნუში, თხილი და დაჭერით წვრილად ჩირები, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ყველაფერი კარგად აურიეთ.
ცომითვის: ფქვილში დაუმატეთ კაკაო, ჯანჯაფილი და დარიჩინი. აურიეთ ფქვილის მასა თხილებისა და ჩირების მასაში.
გააცხელეთ თაფლი და დაუამატეთ შაქარი, აურიეთ ერთგვაროვანი, კარამელიზებული მასის მიღებამდე.
გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მასში თხილის მასა. დაასხით კარამელი და სწრაფად აურიეთ.
აცხვეთ 150 გრდუსზე საათნახევრის განმავლობაში. მზა დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა