თეგებით ძიება

ნამცხვარი ტაფაზე - ანა კოსტავას რეცეპტი

ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 1 ცალი
შესქელებული რძე - 1 ქილა
გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი
ფქვილი - დაახლოებით 3 ჭიქა ( ცომი უნდა გამოვიდეს რბილი)
კრემი:
1 კვერცხის გული და კიდევ ერთი მთლიანი კვერცხი
შაქარი - 1 ჩ/ჭ
ფქვილი - 3 ს/კ
რძე - 0.5 ლ
ვანილი - 1-2 პაკეტი
კარაქი - 200 გ
შოკოლადი - 100 გ

მომზადების წესები
ფქვილი და გამაფხვიერებელი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ შესქელებული რძე, შემდეგ კვერცხი და მოვზილოთ რბილი ცომი.
ცომი გავყოთ 7 ნაწილად.
ავიღოთ ტაფა, ცოტა გავათბოთ და მასზე გავიყვანოთ ცომის ერთი ნაწილი(ცხიმის წასმა არ სჭირდება). შემდეგ დავდგათ საშუალო(უმჯობესია დაბალ) ცეცხლზე და გამოვაცხოთ ფირფიტა ორივე მხრიდან( მალე ცხვება, არ დავბრაწოთ).
ასე გამოვაცხობთ დანარჩენებსაც.
მოვამზადოთ კრემი:
კვერცხის გული და 1 მთლიანი კვერცხი გავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავამატოთ ფქვილი, შემდეგ რძე და დავადგათ ცეცხლზე . ხის კოვზით შეუჩერებლად ვურიოთ და ასე წამოვადუღოთ. რომ გადმოვდგამთ, დავამატოთ ვანილი. გაცივებულს შევათქვიფოთ წინასწარ გათქვეფილი კარაქი.
ფირფიტებს წავუსვათ კრემი და ფენებს შორის მოვაყაროთ დახეხილი შოკოლადი.
ნამცხვარი გავაჩეროთ მთელი ღამე, რომ კარგად დარბილდეს და მეორე დღეს მივირთვათ გემრიელად!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა