ფუმფულა კექსი "ზებრა" - სამარხვო რეცეპტი
ინგრედიენტები
ინგრედიენტები თეთრი ნაწილისთვის:
შაქარი - 150 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - მწიკვი
ფქვილი - 300 გ
წყალი - 200 მლ
ბანანი - 1 ცალი
ინგრედიენტები შოკოლადიანი მასისთვის:
შაქარი - 150 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - მწიკვი
კაკაოს ფხვნილი - 100 გ
წყალი - 200 გ
მომზადების წესები
1) აიღეთ ბანანი, ჩაჭყლიტეთ თასში და დაუმატეთ წყალი (ან ბანანის წვენი). ამის შემდეგ დაუმატეთ შაქარი,გამაფხვიერებელი,მწიკვი მარილი და ფქვილი - აურიეთ კარგად და გადადით შემდეგ ნაბიჯზე.
2) კაკაოს მასის მომზადებაც იგივენაირად ხდება, ოღონდ სხვა თასში.
3) მოამზადეთ საცხობი ფორმა და შეურიეთ ორივენაირი მასა.
4) წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე ,შემდეგ კი აცხვეთ 40-45 წუთი.