ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით იმას, რომ წყვილებს შორის თავსებადობის საკითხი ზერელედ და მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნით არასოდეს განისაზღვრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის საიტის კითხვა-პასუხის განყოფილებაში ზუსტად ამ თემატიკაზე, გადავწყვიტეთ, ზოგადი ფორმულებით მაინც შემოვიფარგლოთ და მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვისთან ურთიერთობაში გაქვთ ხანგრძლივი ურთიერთგაგების პერსპექტივა და ვისთან - მარტოოდენ ფლირტით აჯობებს შემოიფარგლოთ.
თუ თქვენ ვერძი ხართ - ხანგრძლივად დაგაინტერესებთ მორიელი, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული ან ტყუპი.
მეტნაკლებად გაუგებთ - სასწორს, თევზებს, კუროსა და ქალწულს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთოს გამონახვა და მყარი ურთიერთობა - თხის რქასთან, კირჩხიბთან.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კუროა - კარგად შეეწყობით თხის რქას, კირჩხიბს, ქალწულს, სასწორს.
მეტნაკლებად გაუგებთ - მორიელს, ვერძს, ტყუპს და თევზებს.
გაგიჭირდებათ ურთიერთობა - ლომთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან.
ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი თუ ხართ - ჰარმონიას იპოვნით ვერძთან, მერწყულთან, სასწორთან, მშვილდოსანთან, ლომთან.
მეტნაკლებად გაუგებთ - კირჩხიბს, ქალწულს, კუროს.
ძალიან გაჭირდება საერთო ენის გამონახვა - მორიელთან, თხის რქასთან და თევზებთან.
თუ თქვენი ნიშანი კირჩხიბია - ჰარმონიულად შეეწყობით მორიელს, თევზებს, კუროს, ქალწულს და თხის რქას.
მეტნაკლებად გაუგებთ - ტყუპს, ლომს, მშვილდოსანს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - ვერძთან, სასწორთან, მერწყულთან.
ლომი თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი - პერსპექტიული და ხანგრძლივი ურთიერთობა გამოგივათ ვერძთან, სასწორთან, მშვილდოსანთან. თევზებთან.
მეტნაკლებად გაუგებთ - ტყუპს, ქალწულს, თხის რქას.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - მერწყულთან, კუროსთან, მორიელთან.
ქალწულის ნიშნით დაბადებული თუ ბრძანდებით - კარგად შეეწყობით კუროს, თხის რქას, კირჩხიბს, მორიელს,
მეტნაკლებად გაუგებთ - მერწყულს, სასწორს, ლომს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა
- ვერძთან, მშვილდოსანთან, თევზებთან, ტყუპთან.
სასწორის ნიშნით თუ ხართ დაბადებული - ჰარმონიას მარტივად იპოვნით ტყუპთან, მერწყულთან, ლომთან, მშვილდოსანთან.
მეტნაკლებად გაუგებთ - ვერძს, მორიელს, კუროს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან.
მორიელი თუა თქვენი ზოდიაქო - უკეთ შეეწყობით კირჩხიბს, თევზებს, თხის რქას, ქალწულს, ვერძს.
მეტნაკლებად გაუგებთ - სასწორს, მშვილდოსანს, კუროს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - ლომთან, ტყუპთან, მერწყულთან.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით თუ დაიბადეთ - სამომავლო ურთიერთობის კარგი პერსპექტივა გაქვთ სასწორთან, ლომთან, მერწყულთან, ვერძთან.
მეტნაკლებად გაუგებთ ტყუპს, კირჩხიბს, მორიელს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - თევზებთან, ქალწულთან, თხის რქასთან.
თხის რქა თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი - კარგად გაუგებთ ქალწულს, კუროს, მორიელს, თევზებს.
მეტნაკლები ჰარმონია გექნებათ ლომთან, კირჩხიბთან.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა სასწორთან, ტყუპთან, ვერძთან, მშვილდოსანთან.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს თუ განეკუთვნებით ჰარმონიულ წყვილს შექმნით - მშვილდოსანთან, ტყუპთან, სასწორთან, ვერძთან.
მეტნაკლებად გაუგებთ თევზებს, თხის რქას, ქალწულს.
ნაკლებია ჰარმონიული კავშირის შანსი - მორიელთან, კუროსთან, კირჩხიბთან და ლომთან.
თევზების ნიშნის წარმომადგენელი თუ ხართ - ხანგრძლივი კავშირი შესაძლებელია თხის რქასთან, ლომთან, მორიელთან, კირჩხიბთან.
მეტნაკლებად გაუგებთ ვერძს, კუროს, სასწორს.
გაგიჭირდებათ დიდი ხნით პარტნიორობა - ქალწულთან, მშვილდოსანთან და ტყუპთან.