ორიგინალური დარიჩინის პური
ინგრედიენტები
შაქარი - 100 გ
გულსართი:
ვანილი
კვერცხი - 2
რძე - 180 გ
წყალი - 1/4 ჭიქა
კარაქი - 60 გ
შაქარი - 50 გ
სახამებელი - 2 ს.კ
საფუარი - 2 ჩ.კ
ფქვილი - 400 -450 გ
დარიჩინი - 2 ს.კ
დარბილებული კარაქი - 50 გ
მოსართავად
შაქრის პუდრი - 100 გ
წყალი
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, საფუარი. დაასხით თბილ რძეში ჩამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეაზილეთ კვერცხები და დანარჩენი ფქვილი. დადგით გასაფუებლად დაახლოებით 1 საათი. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
მოამზადეთ გულში წასასმელი დარიჩინის მასა: შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი და დარიჩინი.
გაფუებული ცომი გააბრტყელეთ და ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი, შემდეგ კი მოაყარეთ დარიჩინიანი ნარევის 2/3. გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. შემდეგ ეს თითოეული ეს ნაჭერი გააბრტყელეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ დარჩენილი დარიჩინიანი ნარევი. ცომის გაბრტყელებული ნაჭრები ერთმანეთზე დაალაგეთ. შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში. თავზე გადააფარეთ და 20-30 2უთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლეობით 30-40 წუთი.
მინანქრისთვის შაქრის პუდრი გახსენით ცოტაოდენ წყალში (2-4 ს.კ) და მოასხით ზემოდან.