30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მოერიდეთ სარისკო გეგმების განხორციელებას. აგრეთვე, საქმეებში აჩქარებას და იმპულსურობას.
კურო
იყავით პრაქტიკული და გააზრებული. შეიძლება რევოლუციონერმა ადამიანებმა თავიანთი იდეებით მოგხიბლოთ. ეცადეთ, კარგ ადამიანებს დაუმეგობრდეთ.
ტყუპი
ზოგიერთს მოუნდება გარემოს, კავშირების, ჯგუფების (ინტრესებისა და სოციალური) შეცვლა. ეცადეთ, კრიტიკულობამდე არ მიიყვანოთ საქმეები, ურთიერთობები. არ გარისკოთ ფულით, მეგობრობით, ღირებულებებით.
კირჩხიბი
იმედებითა და მოლოდინებით ხართ აღსავსე. ზოგიერთი ზედმეტად მომთხოვნი გახდება გარშემო მყოფების მიმართ. ახალმა გარემომ ან სიტუაციამ შეიძლება თქვენს განწყობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა.
ლომი
წარმატებული დღე გელით. პერსპექტიულ შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთს მხიარული მგზავრობა ელის. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური.
ქალწული
დრო და ენერგია სწორი მიმართულებისკენ მიმართეთ. კარგი დღეა მოყირჭებული წარსულისგან გასათავისუფლებლად. გაფრთხილდით, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
გარშემო მყოფებთნ თქვენი ურთიერთობა ფეთქებადსაშიშია. ახლობლობაში ნუ ეცდებით მართალ-მტყუანის გარკვევას. პარტნიორი შეიძლება არასაიმედო ადამიანი აღმოჩნდეს.
მორიელი
სწრაფად უნდა
მოახერხოთ ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. მეტი სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკის, ექსპრესმომსახურებისა და სერვისცენრების თანამშრომლებს. ზოგიერთ მორიელს დაძაბული, ემოციური დღე ელის, რის გამოც მოვლენების კონტროლი გაუჭირდებათ.
მშვილდოსანი
ოჯახშიც და პირად ურთიერთობებშიც რევოლუციური გარდასახვები მოგინდებათ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. სხვათა შორის, სტრესულ სიტუაციებში უკეთ იმუშავებთ.
თხის რქა
მეტ ყურადღებას საჭიროებს საოჯახო საქმეები, ურთიერთობა ნათესავებთან. ვერ მოახერხებთ და გულგრილი ადამიანის ნიღაბს ვერ ამოეფარებით.
მერწყული
ექსპერიმენტებისა და აღმოჩენების დღეა. ზოგიერთი მობეზრებული სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცდება. შეიძლება თქვენი გასართობის ან საქმიანობის გამო ჩამოშორდეთ ძველ მეგობრებს და ახლები მოძებნოთ.
თევზები
საბედისწერო ცვლილებები გელით. შეიძლება კარდინალურად შეგეცვალოთ ცხოვრების ზოგიერთი სფერო. აქტიური ნიშნები სიფრთხილეს არ შეუშინდებიან და თავგადასავლებში ჩაერთვებიან.
წყარო: astrologi.ambebi.ge