თეგებით ძიება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც აუტანლად ეგოისტი და მესაკუთრეა, როცა შეყვარებულია

ეგოიზმის დონეს, მარტოოდენ ადამიანის სქესი ნამდვილად არ განაპირობებს. ხასიათის ამ მანკიერ თვისებაზე პასუხისმგებელია აღზრდა, გენეოლოგია, სოციალური ფონი და რაც მთავარია, ზოდიაქოს ნიშანი. ამასთან ერთად, ადამიანის ეგოისტური მიდრეკილებები, როგორც წესი ყველაზე უკეთ პარტნიორული ურთიერთობებისას ვლინდება. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, სიყვარულში ეგოიზმის დიდ დოზას შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები ავლენენ...


ვერძი – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ვერძები (ორივე სქესის) ეგოიზმის დიდი დონით გამოირჩევიან. თუმცა, მათი ხასიათის კიდევ ერთი თვისება ბავშვურობა და სიალალე ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ვერძს ამ დანაშაულს პატიობენ გარშემო მყოფები. ვერძი უმაღლესი დონის ეგოცენტრიკია. იგი ვერ იტანს შეზღუდვებს და ქორწინებაში მყოფიც კი თავს შინაგანად "თავისუფალ" ადამიანად აღიქვამს. ამიტომ მეუღლის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლასა და მით უმეტეს მოთხოვნას კომპრომისისა და დათმობების შესახებ, ვერძი მძაფრი პროტესტის გრძნობით და აგრესიით ხვდება.

ტყუპი – ამ ადამიანების
პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების ძიებაა ცხოვრებაში. ტყუპი ჰაერის ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქო ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ყველაზე მეტად შეეფერება ეპითეტი "თავქარიანი". ტყუპს ძალიან არ უყვარს პასუხისმგებლობები და ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ამა თუ იმ ვალდებულებისგან. ოჯახი ტყუპისთვის მისი ტრადიციული გაგებით, მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინაა. ამიტომ იგი სინდისის ქენჯნის გარეშე ეძებს ხოლმე ძალზე ხშირად გასართობს და გულის გადასაყოლებელს სადმე გარეთ.

მშვილდოსანი – მის ანგარიშზე, როგორც წესი, ათობით გატეხილი გული და იმედგაცრუებული პარტნიორია. კაცმა რომ თქვას, ბუნებით გულღია და ოპტიმისტ მშვილდოსანს ცუდი განზრახვა არც ერთი, მორიგი "ლოვ-სთორის" დაწყებისას არ გააჩნია. მაგრამ მას წრეგადასულად უყვარს საკუთარი თავისუფლება, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ეს ადამიანი ცეცხლივით გაურბის და მზადაა ამისთვის "ეგოისტის" იარლიყიც ამაყად ატაროს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა