რისი ჯადოქარი ხართ და რაშია თქვენი მაგიური ძალა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ჯადოქარი ხართ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცით? ამ კითხვაზე თქვენივე ზოდიაქოს ნიშანი გიპასუხებთ.
სასწორი - მუსიკის ჯადოქარი
მუსიკას შეუძლია ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალოს: დეპრესიაში ჩავარდნილს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნოს, დააწერინოს ლექსი ან რომანი, რომელიც აღიარებას მოუტანს, თავი კომფორტულად აგრძნობინოს ან ჩააფიქროს. მუსიკა ადამიანებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს, შესაძლოა სიტყვებით ვერ გამოხატო, თუ რა გიტრიალებს გულში, მაგრამ მუსიკით ყოველთვის შეძლებ განწყობის გაზიარებას, - სწორედ ამ ყველაფრით ჰგავს სასწორი მუსიკას და გასაკვირი არ არის, რომ ეს ნიშანი სწორედ მელოდებისა და სიმღერების ჯადოქარია.
ტყუპი - კოსმოსის ჯადოქარი
კირჩხიბი - ჩაის ჯადოქარი
კირჩხიბები თავის მაგიას, პირველ რიგში, ოჯახსა და სამზარეულოში ავლენენ. ჯადოქრობა სჭირდებათ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების დასახმარებლად, მათთვის კომფორტის შესაქმნელად. ისინი სიღრმისეულად შეიგრძნობენ გარშემო მყოფების შინაგან მდგომარეობასა და საჭიროებებს. დინჯი მსმენელები და ბრძენი მრჩეველები არიან, ჩაისაც კი ოსტატურად იყენებენ მათ დასამშვიდებლად, ვინც აღელვებულია. ჩაის ხომ მოაქვს სითბო, სიმყუდროვე და, როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს, დაცულობის შეგრძნება.
თხის რქა - მიწის/ნიადაგის ჯადოქარი
თხის რქები ხშირად მარტო ჯადოქრობენ. მათი პრინციპია: "თუ გინდა რაიმე ხარისხიანად გააკეთო, გააკეთე მარტომ". ამ ჯადოქრებს უყვართ ცხოვლები, ფრინველები და მცენარეები, ამიტომ, თუ დაკავებულები არიან, დიდ დროს ატარებენ ბუნებაში და მის წიაღში ისვენებენ. მათი მაგია განსაკუთრებით ძლიერია, განაგებენ ყველაფერს, რაც მიწაში ცხოვრობს ან მიწიდან იზრდება.
მერწყული - ტექნოლოგიების ჯადოქარი
ალბათ, არც გაგკვირვებიათ რომ სწორედ მერწყული განაგებს პროგრესს, გაჯეტებს და ყველაფერ იმას, რაც მომავლისკენ მიგვაქანებს. მერწყულის მაგია ალგორითმებში, ინტერნეტსა და ინფორმაციის სწრაფად მიღებაშია.
ქალწული - ტყის ჯადოქარი
თევზები - ზღვის ჯადოქარი
ამ ნიშნით დაბადებულს
ტალღები ელაპარაკებიან... ყველა ამბავს აგებინებენ, რომელიც წყლის სიღრმეში ან ზედაპირზე ხდება. მას ნიჟარებისგან სასახლის გაკეთება შეუძლია, წყალმცენარეებს სამკურნალოდ იყენებს, ყველა ზღვის ცხოველი ემორჩილება და იცავს. ზღვის ჯადოქარს აბობოქრებული ოკეანეც კი არაფერს ავნებს, მხოლოდ ნაპირისკენ გამორიყავს.
კურო - ყვავილების ჯადოქარი
ყველაფერი გამოსდის, რასაც მოინდომებს, თუკი მასში მცენარე ურევია: გემრიელი ვეგეტერიანული საჭმელი; ყვავილების გვირგვინი ან ხელნაკეთი სამკაულები; ავეჯი სახლისთვის, დეკორაციები... ის არაჩვეულებრივად ერკვევა არომატებში. იცის, როგორ უნდა გააცოცხლოს კონკრეტული მცენარე ან როგორ აცოცხლოს ძალიან ხანგრძლივად, მისთვის არც თუ ისე ბუნებრივ ჰაბიტატში.
ლომი - ლავის ჯადოქარი
ვულკანი რომ ამოიფქრვევა ან მიიძინებს, სულ ლავის ჯადოქრის ბრალია.
როცა გააბრაზებენ, გულს ატკენენ ან იმედებს გაუცრუებენ, ლომი ცეცხლით იძიებს შურს, ან ცეცხლით დაიცლება ემოციებისგან. მისი მაგიაც ცეცხლშია.
ვერძი - სისხლის ჯადოქარი
შარიანი და უკარება ჯადოქარია, სჯობს არ გაანაწყენოთ, თორემ სისხლს გაგიშრობთ. თუ მოგენდოთ და გული გადაგეშალათ, გიერთგულებთ. მისი მაგია სისხლშია... შეუძლია ხელის შეხების გარეშე სისხლისგან დაცალოს ადამიანი ან, უბრალოდ, გულის ცემა გაუჩეროს. ის ჯადოქარია, რომელსაც აუცილებლად უნდა ემეგობროთ, მტრად არ იყოლიოთ.
მშვილდოსანი - სინათლის/ნათების ჯადოქარი
მისი მაგია სიცილსა და ოპტიმიზმშია. არც ერთი სხვა ჯადოქარი არ არის იმდენად ღია ახალი ურთიერთობისა და მოვლენებისთვის, როგორც მშვილდოსანი. ამ ნიშნით დაბადებულ ჯადოქარს სინათლე შეაქვს ყველან, სადაც მიდის. მას შეუძლია შეაჩეროს მზის ჩასვლა ან დააჩქაროს აისი.
მორიელი - ღამის ჯადოქარი
როგორ გგონიათ, ვისი ნახელავია ის უცნაურობები, რაც ღამით ხდება? ან ადამიანებს რატომ ეშინიათ ასე ძალიან სიბნელის? სწორად მიხვდით, ყველა ოინი ღამის ჯადოქარს უნდა მივაწეროთ. მას ემორჩილებიან სიზმრები, აჩრდილები, მოჩვენებები და საშიში არსებები.
წყარო: astrologi.ambebi.ge