თეგებით ძიება

მთვარის ჰოროსკოპი: 5 აპრილი

პარასკევი, მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს
მთვარის პირველი დღე
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.
მეტად დაისვენეთ.
ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
არ შეიჭრათ თმა!
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.
ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის
ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.

მთვარის პირველი დღე დაიწყება 12:50; მანამდე იქნება მთვარის ოცდამეათე დღე

მთვარის ოცდამეათე დღე
ეს დღე მთვარის კალენდრით ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა.
დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
სიზმრები სასიხარულოდ ცხადდება.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
აკონტროლეთ ემოციები.
კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ.
სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები.
ნიშნობა და ქორწინება დღეს არ დაგეგმოთ.
ამ დღეს ლამაზი, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან.
არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს.
უარი თქვით სმასა და სიგარეტზე.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
თეთრი მარჯანი, მთის ბროლი, თურმალინი.

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა