თეგებით ძიება

ნამცხვარი ,,ჩიტის რძე" - ბავშვობის გემო

ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
თაფლი - 4 ს/კ
მარგარინი - 200 გ
სოდა - 1 ჩ/კ
სოდა - 1 ს/კ
მარილი - 1 მწიკვი
ვანილი - 0.7 გ
ფქვილი - 5 ჭიქა

კრემი:
რძე - 1 ლ
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 ს/კ
კარაქი - 100 გ
ვანილი - 0.7 გ

მომზადების წესები
გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე. როდესაც მარგარინუ შეგრილდება, ემალირებულ თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი , დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ , დაამატეთ მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილინი, მარილი და კარგად ათქვიფეთ.
თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს , 15-20 წთ. განუწყვეტლივ ურიეთ. როდესაც ცომის მასას ფერი შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, თითო-თითო ჭიქა. ყოველი ჭიქის დამატების შემდეგ, შეეცადეთ, რომ ერთფეროვანი მასა მიიღოთ. ცომი გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც შეგრილდება, იმდენი ფქვილი დაამატე, რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.
ცომი გაყავით 3 ნაწილად , გააკეთეთ გუნდები. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წიწნაწარ გახურებულ ღუმელში.
კრემის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს , ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში , დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ , ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი. კრემი გაყავით 2 ნაწილად და თბილივე წაუსვით ფენებს. ტორტის ორ ფენას კრემი წაუსვით , ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი. 3-4 სთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ, შედგით მაცივარში.
ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა