ქათმის რულეტები ზეთისხილით
ინგრედიენტები
ქათმის კანი - მკერდიდან აცლილი, 4 ნაჭერი
ქათმის ფილე - 150 გ
ფქვილი - 2 ჩ/კ
ნაღები - 1/3 ჭიქა
მარცვლოვანი მდოგვი - 1 ჩ/კ
ზეთისხილი, უკურკო - 5-6 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
დაჭრილი ხახვი და მწვანილი - მოსართავად
მომზადების წესები
ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ მარილი, პილპილი და მარცვლოვანი მდოგვი, დავყაროთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და ვურიოთ, სანამ ფერს შეიცვლის, შემდეგ დავასხათ ნაღები და დავუმატოთ ფქვილი. ვურიოთ მასას 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ შესქელდება, შევურიოთ ზეთისხილი და შევაგრილოთ.
გულსართი გავახვიოთ ქათმის კანებში, ამოვუკეცოთ გვერდები და გავურჭოთ ხის ჩხირი, რომ არ გაიხსნას, დავაწყოთ საცხობ ფორმაში ან კეცზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. მოვრთოთ მწვანილით და ხახვით.