მარწყვის "მოხიტო"
საზაფხულო ალკოჰოლური სასმელი .
ინგრედიენტები
ნედლი პიტნა - 10 ფოთოლი
რომი (ბაკარდი) - 45 მლ
შაქრის სიროფი - 15 მლ
დაჭყლეტილი მარწყვი - 1 ს/კ
გაზიანი მინერალური წყალი
მომზადების წესები
პიტნის ფოთლები მოვსრისოთ ხელით, დავასხათ ლაიმის წვენი და ჩავყაროთ ყინულებიან ჭიქაში. რომს შევურიოთ შაქრის სიროფი, შევანჯღრიოთ და ისიც ჩავასხათ ჭიქაში. ჩავამატოთ დაჭყლეტილი მარწყვი. შევავსოთ ჭიქა გაზიანი მინერალური წყალით, მოვურიოთ და მოვრთოთ ლაიმის ნაჭრებით.
მინერალური წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრაიტი.