ეს მაიონეზი ტრადიციულ სალათებს (ვინეგრეტს, ოლივიეს) ნაკლებად მოუხდება. ძალიან გემრიელია სხვადასხვა ბოსტნეულის კერძთან ერთად. ან უბრალოდ ბუტერბროდისთვის. ინგრედიენტები ავოკადო - 2 ცალი ლაიმის წვენი - 4 ს/კ ნიორი - 1/2 კბილი მდოგვი - 1 ს/კ შაქარი - 1 ს/კ კაიენური წიწაკა - დაფქული, მწიკვი მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები ავოკადოს რბილობი მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მაიონეზი შეინახეთ მაცივარში, ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში არა უმეტეს 3 დღისა.