თაფლის ტორტი მოხარშული კრემით
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
შაქარი — 1 ჭიქა
კვერცხი — 2 ცალი
თაფლი — 2 ს. კ.
კარაქი — 50 გრ.
სოდა — 1, 5 ჩ. კ.
ძმარი — 1 ს. კ.
ფქვილი — 3 ჭიქა
კრემისთვის:
კარაქი — 350 გრ.
ფქვილი — 3 ს. კ.
კვერცხი — 2 ცალი
რძე — 0, 5 ლ.
შაქარი — 2 ჭიქა
მომზადება:
I. ვიდრე ცომის მოზადებას დაიწყებთ, ყველა ინგრედიენტი, რამდენიმე საათით ადრე, მაცივრიდან გამოიღეთ > თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > შეათქვიფეთ თაფლი > კარაქი და სოდა ძმრით.
II. ცეცხლზე დადგით წყალი ცომის მოსახარშად > როდესაც ადუღდება, ორთქლზე ან წყლის აბაზანაზე მოათავსეთ თასი ათქვეფილი ინგრედიენტებით და ხარშეთ 15-20 წთ. თან კოვზით ურიეთ > როდესაც მასა ფერს შეიცვლის, გაორმაგდება და ბუშტებს გამოუშვებს, ნელ-ნელა შეურიეთ ახლად გაცრილი (ანუ ჟანგბადით გამდიდრებული) ფქვილი, იმდენი, რამდენის საშუალებასაც თხევადი მასა მოგცემთ და როდესაც იმდენად გასქელდება, რომ კოვზით მორევას ვეღარ შეძლებთ, თასი გადმოდგით გაზქურიდან და 15 წუთი დაასვენეთ ცომი.
III. 15 წუთში ცომი დაისვენებს და გაგრილდება კიდეც და ფქვილის დამატების საშუალებაც მოგეცემათ. ცომი რბილი უნდა იყოს, ადვილად უნდა ბრტყელდებოდეს და ხელზე არ გეწებებოდეთ.
IV. გაყავით ცომი რვა ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე, ისე რომ, დაახლოებით ერთი ზომის იყოს (საშუალო ზომის ქვაბის სახურავი აიღეთ და ყველა ფენა მიატოლეთ. გვერდებს ნუ ჩამოაჭრით, იყოს უსწორ-მასწორო. მთავარი ის არის, რომ სახურავზე პატარა არ იყოს).
V. გამოაცხვეთ ფირფიტები 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში.
VI. ვიდრე ნამცხვრის ფენები გაგრილდება, შეგიძლიათ კრემი მოამზადოთ. ამისთვის, თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი > დაამატეთ რძე და დადგით მოსახარშად წყლის აბაზანაზე > ხარშეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ შესქელდება.
VII. კრემი რომ გაცივდება, თქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით, ვიდრე არ აფუმფულდება.
VIII. გაციებულ ფენებს ჩამოაჭერით ზედმეტი ნაწილები და გვერდები მოუსწორეთ. 7 ფენა ერთნაირი უნდა იყოს, ხოლო 1 ფენა და ჩამოჭრილი ნაწილები დაფხვენით, ტორტის ზედა ფენაზე და გვერდებზე მოსაყრელად.
IX. წაუსვით ფენებს კრემი და ააწყეთ ტორტი > გადაუსვით კრემი ზედა ფენას და გვერდებს > მოაყარეთ ნაფხვენი > შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქრით.