თეგებით ძიება

უგემრიელესი ხილის ტორტი - მკითხველის რეცეპტი

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 12 ცალი
შაქარი - 8 ს/კ
ფქვილი
ვანილი
კრემი:
კვერცხის ცილა - 4 ცალი
მასკარპონე - 400 გ
შაქარი - 200 ფ
ვანილი

მომზადების წესები
ეს რეცეპტი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა გამოგვიგზავნა და გთავაზობთ უცვლელად:
ტორტის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი სურვილისამებრ.
"12 კვერცხის გული და 4 სუფრის კოვზი შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ვანილი. შემდეგ ცალკე გავთქვიფოთ ცილა დანარჩენ 4ს.კ. შაქართან ერთად. შემდეგ ეს მასა სილიკონის ნიჩბით შევურიოთ გათქვეფილ გოგლიმოგლს და ბოლოს დავამატოთ გაცრილი 12ს.კ. ფქვილი.
შემდეგ დავასხათ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ 160გრადუსზე 40წთ.
კრემი: 4კვ.ცილა გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ 200გრ შაქარი,შემდეგ დავამატოთ მასკარპონე 400 გრ. და ვანილი.დიდხანს არ უნდა ვთქვიფოთ. მასა რომ გასქელდება კრემი მზად იქნება.
ბოლოს გაციებული ბისკვიტი გავჭრად ოთხად და დავნამოდ მარწყვის სიროფით, წავუსვათ კრემი ზედ დავალაგოთ დაჭრილი მარწყვები, ეს გავიმეოროთ ოთხჯერ და ბოლოს ზემოდან გავალამაზოთ ნებისმიერი ხილით."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა