სახლში მომზადებული "ბეილისი"! ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ...
ეს ლიქიორი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ქალებს. თუმცა, ხშირად მისი ყიდვის სიამოვნება არ გვაქვს, რადგან ეს სასმელი-დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ მისი მომზადების საუკეთესო რეცეპტს. გვერწმუნეთ, ნამდვილი ბეილისისგან ვერ გაარჩევთ. ინგრედიენტები არაყი - 180 მლ შესქელებული რძე - 400 გ შოკოლადის რძე - 2 შეკვრა (იყიდება მარკეტებში) ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ
მომზადების წესი: ბლენდერის ან მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზად არის! თუ გსურთ უფრო გაასქელოთ სასმელი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი სახამებელი. გემოთიც და შესახედაობითაც ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ!