თეგებით ძიება

უგემრიელესი ხორცის ღვეზელი სოკოთი

ინგრედიენტები
შებოლილი ლორი - 150 გ
ხახვი - 400 გ
ზეთი - 2 ს/კ
ხბოს ხორცი - კუბიკებად დაჭრილი, 1,2 კგ
ნიორი - 2 თავი
წიწაკების ნარევი - 1 ჩ/კ
სურნელოვანი პილპილი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 6 ს/კ
ქამა სოკო - 250 გ, დაჭრილი ფირფიტებად
წითელი ღვინო - 650 მლ
ფენოვანი ცომი - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი, ათქვეფილი
ქონდარი - 3 ღერი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით


მომზადების წესები
დიდ ტაფაში, საშუალო ცეცხლზე შეწვით ლორი და დაჭრილი ხახვი ერთად, 10 წუთის განმავლობაში.
გადაიტენთ ჯამში. შემდეგ იგივე ტაფაში მოხრაკეთ ხორცი, დაუმატეთ 1 ს/კ ზეთი და შეწვით, სანამ ხორცი ყველა მხრიდან არ დაიბრაწება.

დაუმატეთ ნიორი, წიწაკების ნარევი, სურნელოვანი პილპილი, დ აფნის ფოთოლი, ქონდარი და თუშეთ რამდნიმე წოთი.
დაუმატეთ ფქვილი, თან ურიეთ. დააბრუნეთ ტაფაში მოხრაკული ხახვი და ლორი, დაუმატეთ სოკო. ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ მწვანილი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.

შემდეგ დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავსახური და თუშეთ მასა 3 საათის განმავლობაში.
ამოიღეთ ტტაფიდან დაფნის ფოთოლი და ქონდრის ღერები. გადაიტანეთ გულსართ ღვეზელის გამოსაცხობ ღრმა ფორმაში (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეცი ან ქოთანი). გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქეზე ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე . ფორმის კიდეებს წუასვით წყალი და გადააფარეთ ცომი გულსართს. მოაჭერით გვერდებიდან ზედმეტი ცომი (ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსართავად), წაუსვით ცომის ზედაპირს ათქვეფილი კვერცხი.

გააკეთეთ ორი პატარა ნასრვეტი დანით, ორთქლის ამოსასვლელად. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა