თეგებით ძიება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც კარიერულ მწვერვალებს ახალგაზრდობაში იპყრობს

ადამიანებს ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრიორიტეტი აქვთ ცხოვრებაში. ვიღაცისთვის თუ მეორე ნახევრის პოვნა და ჰარმონიული ოჯახის შექმნაა მნიშვნელოვანი, სხვა ამ დროს კარიერულ მიღწევებზე ხარჯავს მთელ პოტენციალს. თუმცა იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნებით პროფესიულად არამხოლოდ თქვენი მონდომება, არამედ ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტაც განაპირობებს. ამიტომაც არის რომ ზოგიერთ ჩვენგანს კოლოსალურად უმართლებს კარიერაში, სხვები კი ხანგრძლივი დროის მანძილზე "იყინებიან" პროფესიულ კიბეზე.

ვერძი - ბუნებით მებრძოლი, ნოვატორი და შეუპოვარი ადამიანია. ვერძი არასოდეს ეგუება წაგებას, ყოველ ჯერზე აქვს ძალა დამარცხებულიც კი ფეხზე წამოდგეს და გზა წინანდელზე მეტი რწმენით გააგრძელოს ნათელი მომავლისკენ. ვერძები აქტიურები და ქმედითები არიან, მათ უმეტესობას აქვს მაგნეტიზმი, რომლის არშემჩნევაც უბრალოდ შეუძლებელია. იგი ხშირად ახერხებს კოლოსალურ წარმატებას მიაღწიოს პროფესიაში და იყოს გამორჩეული კოლეგებს შორის. თუმცა, წარმატება მას არასოდეს ახვევს თავრუს და მიუხედავად თანამდებობისა ძველებურად ბავშვური და თავმდაბალი რჩება.


ლომი - ამაყი, ამბიციური, ღირსების შეგრძნების მქონე და პატივმოყვარე ადამიანია. ლომები გიჟდებიან უფროსობაზე, კარგად იფერებენ ლიდერისა და შეფის სტატუსს. არ ეშინიათ სხვებზე პასუხისმგებლობის აღება და




ყოველთვის ახერხებენ მოწოდების სიმაღლეზე დარჩნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი გეგმები ვერ ან არ ხორციელდება. ლომი თავმოყვარე და დიდსულოვანია, მოსწონს სხვების მფარველობა. იგი საზოგადოებაში ყოველთვის გამოიყურება ღირსეულად, ამასთან სოციალური სტატუსის და წარმოშობის მიუხედავად მისი იმიჯი მუდამ უზადოა. სწორედ ამის გამო ახერხებენ ისინი ადრეულ ასაკში დაიკაონ წამყვანი პოზიცია და მიიღონ თანამდებობა სამსახურში.

Astrologia

თხის რქა - საოცრად მიზანდასახული, პრინციპული, მშრომელი და მუყაითი ადამიანია. თხის რქა ლომივით ამბიციურია, ამასთან ვერძივით დაუღალავი და მებრძოლი. ოღონდ გაცილებით უფრო გაწონასწორებული და მშვიდია, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას ეხება. ამიტომ ყოველთვის იგებს ცხოვრებაში. თხის რქები კარგი სტრატეგები არიან. მიზნებს ადრეული ასაკიდანვე ისახავენ და საკუთარი ოცნებების ასრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან. საბოლოო ჯამში კი შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და დაუღალავი სვლა წინ იძლევა არაჩვეულებრივ შედეგს - თხის რქა, დამსახურებულად იღებს პროფესიულ წინსვლას და თანამდებობეს.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა