მომზადების წესები მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი) ჯამში ავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები, გამდნარი კარაქი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე კოვზით მოვათავსოთ და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. მზა დესერტი მივირთვათ ბანანით, თხილითა და კარამელის სოუსით. ასევე უხდება თაფლი. ვისაც კალორიები არ აშინებს, შეუძლია დაუმატოს კარაქი.