ხორცი შავი ქლიავით - ინგრედიენტების იდეალური შეხამება!
ინგრედიენტები საქონლის რბილი ხორცი - 600 გ შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 1 მუჭა ხახვი - 200-250 გ სტაფილო - 1 ცალი, მოზრდილი მარილი - 2/3-1 ჩ/კ
მომზადების წესები: გახეხეთ სტაფილო. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და ჩაშუშეთ ცოტაოდენ წყალში თავდახურულ ჭურჭელში. ხორცი დაჭერით და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, დაუმატეთ გარეცხელი შავი ქლიავის ჩირი. დაასხით ½ ადუღებული წყალი, მოაყარეთ მარილი და შუშეთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება. გემრიელად მიირთვით!