თეგებით ძიება

მხოლოდ სამი ნაბიჯი და საოცრად გემრიელი და სასარგებლო დესერტი მზად არის!

ინგრედიენტები
ხაჭო - 300 გ
იოგურტი - 100 მლ
კაკაო - 1,5 ს/კ
შაქარი - 3 ს/კ
ჟელატინი - 10 გ
წყალი - 1/4 ჭიქა

მომზადების წესი:
ხაჭოს დაუმატეთ იოგურტი, შაქარი და კაკაო, კარგად ათქვიფეთ ბლენდერით.
ჟელატინი დაალბეთ თბილ წყალში 25 წუთით, შემდეგ წყლის აბაზანაზე დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გალღვება.
გააგრძელეთ ხაჭოს მასის თქვეფა და ასე დაამატეთ ჟელატინი. გაანაწილეთ დესერტი კერემიკულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში 2-3 საათი.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა