იდეალური ომლეტი საუზმისთვის - დაგჭირდებათ 5 წუთი
ინგრედიენტები
კვერცხი - 10-15 ცალი
პომიდორი - 200-300 გ
სასურველი ბოსტნეული - 200 გ (ყაბაყი,ბულგარული და ა.შ)
სოკო - 200 გ
არაჟანი - 1 ცალი
კარაქი ან ზეთი - შესაწვავად
სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
გაახურეთ ტაფა წინასწარ, წაუსვით კარაქი ან მცენარეული ზეთი
დაჭრილი სოკო მოათავსეთ ტაფაზე, არ დაგავიწყდეთ მარილის დამატება
როცა სოკო მოითუშება, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და სხვა ბოსტნეული - დაელოდეთ, რომ კარგად მოითუშოს. შემდეგ კი დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი.
კვერცხები შეგიძლიათ ადღვიბოთ და ისე დაუმატოთ, თუმცა, ასევე, შეგიძლიათ ტაფაზევე ადღვიბოთ - ამ შემთხვევაში არ მიიღებთ ომლეტივით ერთიან მასას