თეგებით ძიება

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი რომანტიკული შეხვედრების, მიმოწერისა და მგზავრობის დღეა. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიური, ლიტერატურული და მხატვრული ნიჭი.
კურო
ის, რაც გსურდათ, დღეს ასრულდება. თუმცა, შეიძლება ისე გრანდიოზულად არა, როგორც გინდოდათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უპირატესობა აუცილებელი ნივთების შეძენას მიანიჭეთ.

ტყუპი
მიმზიდველი და მხიარული ხართ, გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

კირჩხიბი
შეიძლება ზრდილობის გამო უარი ვერ თქვათ ვიზიტზე, შეხვედრაზე. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ დახვეწილი მანერები. არ გადატვირთოთ კუჭი.

ლომი
რომანტიკული ნაცნობობის ან მიმოწერის დღეა. შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს. ზოგიერთს სწავლის გაგრძელება მოუნდება.
მგზავრობას თუ აპირებთ, კომფორტული ტრანსპორტი აირჩიეთ.

ქალწული
ის, რაც წარსულში თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დღეს შეიძლება ღირებულება დაკარგოს. ნუ გაეკიდებით იდეალებს. კარგი დღეა აგარაკზე გასამგზავრებლად.

სასწორი
დღეს სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. თუმცა, სერიოზულ თემებზე არავის ესაუბროთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
დასვენებასა და სიმშვიდის მოპოვებას მხოლოდ აუცილებელი საქმეების შესრულების შემდეგ შეძლებთ. სასიამოვნო საუბარი და სეირნობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი
შეხვედრების, წვეულების, სეირნობის დღეა. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები და ერუდიცია. საყვარელ ადამიანთან ყველა უსიამოვნება სიყვარულით მოაგვარეთ.

თხის რქა
ეცადეთ დატკბეთ იმით, რაც ახლა გაქვთ. ნუ იოცნებებთ მიუწვდომელსა და არარეალურზე. დაეხმარეთ გარშემო მყოფეს. კარგი წიგნი, ფილმი ან საუბარი დაგამშვიდებთ.

მერწყული
დასვენების, აზრთა და ინფორმაციათა გაცვლის დღეა. ზოგიერთი ლამაზი ადგილების მოსანახულებლად გაემგზვარება. იზრუნეთ რომანის განვითარებაზე.

თევზები
გაანებივრეთ საკუთარი თავი ფუფუნებით, თუმცა ძვირად ღირებულს ნურაფერს შეიძენთ. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა