კიტრისა და პომიდვრის სალათა იმერელი დიასახლისისგან
ინგრედიენტები
პომიდორი - 2 ცალი
კიტრი - 2 ცალი
მწვანე ან წითელი ხახვი - 1 თავი
ნიორი - 1 კბილი
წითელი ღვინის ძმარი - 1 ს/კ
წყალი - 1/3 ჭიქა
ცოტაოდენი გატარებული ნიგოზი
დაჭრილი მწვანე წიწაკა - 1 ჩ/კ
ცოტაოდენი ქინძის და რეჰანის ფოთლები
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
დაჭერით პომიდორი და კიტრი და მოათავსეთ სასალათე თასში. სამზარეულოს კომბაინში ათქვიფეთ გატარებული ნიგოზი, ნიორი, ქინძი, მარილი და თხელი მასის მისაღებად დაუმატეთ ძმარი და წყალი.
მოასხურეთ მიღებული ნარევი სალათას და კარგად აურიეთ. მორთეთ მწვანე ხახვითა და დაჭრილი რეჰანით.