თეგებით ძიება

ცხვრის ხორცი პიტნის სოუსით

ინგრედიენტები
ცხვრის ხორცი - 1,5 კგ
როზმარინი - 4 ტოტი, დაფქული
საქონლის ხორცის ბულიონი - 400 მლ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
მარინადი:
წყალი - 250 მლ
პიტნა - 1,5 კონა
თეთრი ღვინის ძმარი - 125 მლ
მზესუმზირის ზეთი - 50 მლ
შაქარი
მარილი
პილპილი
მომზადების წესები
მარინადისთვის განკუთვნილი წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, პიტნის ფოთლები და 2 სთ თავდახურული გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ზეთი. ამასობაში, ცხვრის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და მაღალ ცეცხლზე
ყველა მხრიდან ზეთში შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ ბულიონი და 2 საათით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.
ხორცი დავჭრათ და ცოტა ხანს თავდახურული გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოვასხათ შემთბარი პიტნის სოუსი და მივიტანოთ სუფრაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა