თეგებით ძიება

4 ქალი, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს ასწრებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ბავშვობაში გვინდა, რომ სწრაფად გავიზარდოთ. როცა უფროსები ვხვდებით, ვაცნობიერებთ, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და ახალგაზრდობა ხელიდან გვეცლება. მერე ვფიქრობთ, მოვასწარი ყველაფერი, რაც მინდოდა, მომესწრო? მაქვს კარიერა? მყავს მეგობრები? მყავს მოსიყვარულე ოჯახი? შემეძინა შვილი? საკმარისად ბევრი ვიმოგზაურე? ხშირად ვიცინოდი და ვმხიარულობდი?
გთავაზობთ 4 ქალს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს ასწრებს:


ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან მარჯვეები არიან. მართალია, მათ არ უყვართ როცა წვრილმან
პრობლემებზე კარგავენ დროს, მაგალითად ამზადებენს საჭმელს ან ალაგებენ, მაგრამ საოჯახო საქმეები კარგად ეხერხებათ.გარდა ამისა, ვერძი კარგი დედაა, ყოველთვის პოულობს დროს თავისი შვილისთვის, მზად არის მოუსმინოს და გონივრული რჩევა მისცეს. ამ ნიშნით დაბადებული ქალი მისაბაძი ლიდერი და შრომისმოყვარე, მიზანდასახული თანამშრომელია. უამრავი მეგობარი ჰყავს და დროს ტარებაზეც არ ამბობს უარს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერძი ნამდვილად ის ქალია, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს ასწრებს.

Astrologia

ტყუპი
ტყუპი ქალი ძალიან ცნობისმოყვარეა, სურს ყველაფერი შეიგრძნოს, ყველაფერი გამოსცადოს. ნაადრევი ასაკიდან ერთვება ცხოვრების ფერხულში, მუდმივად ეძებს და პოულობს... ოჯახს საკმაოდ გვიან ქმნის, რადგან ვალდებულებები აშინებს, არც სტატუსებით თავის შებოჭვა უღირს.




ჯერ დროს ატარებს, მოგზაურობს, მეგობრებს ხვდება, ფლირტაობს,თავის მოვლას დიდ დროს უთმობს. 30 წლის შემდეგ კი დაქორწინებასაც ბედავს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ  ცხოვრებაში ყველაფერს ასწრებს: კარიერასაც, ოჯახსაც, სამეგობროს შეძენა-შენარჩუნებასაც და თვითგანვითარებასაც.

Astrologia


მორიელი
მორიელი არაფრით ჩამოუვარდებიან ცნობისმოყვარეობით ტყუპს. ამ ნიშანს შეუძლია ცოხვრება სწორად გადაანაწილოს, თავიდან ბოლომდე მართოს საკუთარი თავიცა და სურვილებიც. მას აქვს შესაშური სქესობრივი ცხოვრება, უყვარდება ერთხელ, მაგრამ ძლიერად - მანამდე ყველა ურთიერთობა, რომელიც ჰქონია, ამ სიყვარულის ძიებაა. მორიელ ქალს შეუძლია ერთდროულად იყოს ბრწყინვალე დედა, მომხიბვლელი ცოლი, საიმედო ბიზნესპარტნიორი, გულისმხიერი მეგობარი. ეს ქალი ყველაფერს ასწრებს. 

Astrologia

მშვილდოსანი

ლაღ და მხიარულ მშვილდოსანს მოწყენილობაში ცხოვრება არ შეუძლია, ვერც ერთ ადგილას ვერ ჩერდება დიდხანს, ამიტომ მუდმივად დინამიკაშია. ხან სამსახურის პროექტებშია თავით გადაშვებული, ხან სახლში ფუსფუსებს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ხან მეგობრებს აიძულებს რაიმე სიგიჟე ჩაიდინონ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღეს გადაპარსული თავითა და პირსინგით ან ტატუთი გამოგეცხადებათ, მომდევნო კვირას კი პარიკდადებული, კლასიკურ კაბაში გადაწყვეტს სამსახურში წასვლას. ის ცვალებადია... ის გადარეულია... და რაც მთავარია, ცხოვრებაში  ყველაფერს ასწრებს!

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა