თეგებით ძიება

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. ნათესავები, მეზობლები დაგეხმარებიან. შეიძლება წარსულში ცუდი რეპუტაციის ადამიანმაც კი გაგიწიოთ დახმარება. თუ მშობლებისგან შორს ხართ, ხშირად ეკონტაქტეთ მათ.
კურო
ენერგიულად იმოქმედეთ, მაგრამ დაკვირვებაც არ გაწყენთ. ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მომავალში ნეგატიურად იმოქმედებს თქვენზე. ნუ შეიცვლით იმიჯს, მარშრუტს. მოერიდეთ დაუფიქრებელი მოსაზრებების გამოთქმას.

ტყუპი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაფრთხილდით, აჩქარებით შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ ღრუბლებში ფენას, ინტრიგებს, ორმაგ თამაშს.

კირჩხიბი
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გადახედეთ ადრე შედგენილ გეგმას სწავლასა და მოგზაურობასთან დაკავშირებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. შეიძლება გაგაკვირვოთ ზოგიერთი მეგობრის ქცევამ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე გადაადგილებისა და მოსალაპარაკებებისთვის.

ქალწული
დღეს ბოლომდე ვერავის (ნათესავი, პარტნიორი) ენდობით. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. არაფერი დაგეგმოთ, არ დაიწყოთ ახალ თანამდებობაზე მუშაობა.

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ
ხელშეკრულებების გაფორმება, საზღვარგარეთ მგზავრობა და დოკუმენტების გაფორმება. მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე მოაგვარეთ.

მორიელი
ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ ან სარგებელი აღარ მოაქვს, წარსულში უნდა დატოვოთ. გადაადგილებების, შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი.

მშვილდოსანი
არავის ენდოთ და გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. გაუფრთხილდით რეპუტაციას. მოერიდეთ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლას, უცხო ინტერნეტჯგუფებში გაწევრებას.

თხის რქა
ძველი პრობლემები ახალებურად უნდა მოაგვაროთ. იყავით მეტად დაკვირვებული სამსახურის და საოჯახო საქმეების შესრულებისას. დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანს. ზოგიერთის ქცევა შეიძლება საეჭვოდ მოგეჩვენოთ.

მერწყული
ნუ ეცდებით ყველა პრობლემისა და დაწყებული საქმის დღეს დასრულებას. რეალურ პერსპექტივებს დაეყრდენით და არა ილუზიებს. კარგი დღეა საქმიანი და შემოქმედებითი იდეების განსახილველად.

თევზები
ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ საბინაო საკითხები. შეგიძლიათ სარემონტო სამუშაოები დაიწყოთ ან კონკრეტული ტერიტორია მოამზადოთ ცვლილებისთვის. ეცადეთ, ოცნების კოშკები არ ააგოთ და საფუძვლიანი გეგმა შეადგინოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა