თეგებით ძიება

შემწვარი სოკო შავი ბრინჯის გარნირით „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან

გაინტერესებთ , როგორ უნდა მოამზადოთ შემწვარი სოკო შავი ბრინჯის გარნირით? წესები მარტივია, მთავარია მონდომება, ენთუზიაზმი და მინიმალისტური ინგრედიები, რომლითაც ,,პიატოს” შეუდარებელ კერძს საკუთარი ხელით მოამზადებთ
ინგრედიენტები
ხის სოკო - 250 გ
ზეთი და კარაქი - შესაწვავად
თეთრი , ნახევრად მშრალი ღვინო - 20 მგ
თერმულად დამუშავებული პომიდორი - 100 გ
წითელი ხახვი
ქინძი
მწვანე წიწაკა
ნიახური
შავი ბრინჯი
სოიოს სოუსი
შემწვარი ხბოს ხორცი - 150 გ
პამიდორი ჩერი - 60 გ

მომზადების წესები
მოათავსეთ ხის სოკო კარგად გაცხელებულ ტაფაში. დაბრაწეთ ზეთში და ცოტაოდენ კარაქში. შემდგომ, აიღეთ თეთრი, ნახევრად მშრალით ღვინო. დაუმატეთ კანგაცლილი, თერმულად დამუშავებული პომიდორი. ნიახურის ფოთლები და მწვანე წიწაკა. გამორთეთ გაზი და გადაიტანეთ თეფშზე, სადაც უკვე მოხარშულ შავ ბრიჯს უნდა დავუმატოთ სოიოს სოუსი და ზემოდან მოვაბნიოთ ქინძი. შემწვარ ხბოს ხორცს დავუმატოთ პომიდვრის სოუსი, პომიდორი ჩერი , თეთრი ღვინო და შევწვათ კარაქსა და ზეთში. შემდგომ, შევურიოთ წითელი ხახვი და კანგაცლილი პომიდორი , ასევე დაღერღილი წიწაკა. ნიახური და ქინძი.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა