თეგებით ძიება

ჩიზქეიქი ტირამისუს მოტივებზე

ინგრედიენტები
შავი შოკოლადი - 65 გრ
კარაქი - 65 გრ
შაქარი - 50 გრ
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 40 გრ
ხსნადი ყავა - 5 გრ
ორცხობილა - 5-6 ცალი
კრემისთვის
ხაჭო - 400 გრ
მასკარპონე ან სხვა კრემ-ყველი - 300 გრ
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 150 გრ
ნაღები - 100 გრ
ფქვილი - 40 გრ
ვანილი

მომზადების წესები
1.დავადნოთ შავი შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში. ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი კარგად. ჩავასხათ შოკოლადი, კვერცხი, ყავა და ფქვილი და მიღებული ერთგვაროვანი მასა ჩავასხათ 20 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზემოდან მოვაწყოთ ტირამისუს ორცხობილები ( ან ნებისმიერი მოგრძო ფორმის ორცხობილები) და შევდგათ 180 გრადუსსზე გახურებილ ღუმელში 8 წუთით, გამოვიღოთ და გავაგრილოთ
2.კარგად შევურიოთ ერთმანეთს ხაჭო და მასკარპონე, თითო თითოდ დავუმატოთ კვერცხი, შაქარი, ნაღები,ფქვილი და ვანილი.
3. ყავისა და კონიაკის ნაყენი კარგად მოვუსვათ ორცხობილებს (სამზარეულოს ჯაგრისით)
4.თანაბრად მოვასხათ მომზადებული ხაჭოს მასა და 15 წუთი ვაცხოთ 175 გრადუსსზე, შემდეგ კი 120 გრადუსსზე 90 წუთი
მოვრთოთ სურვილისამებრ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა