ასეთი ღვეზელები ჯერ მოგიმზადებიათ! მხოლოდ 25 წუთი - და მთელი ოჯახი დანაყრებულია...
ინგრედიენტები
კარტოფილი - 1 კგ
ხორცი - (საქონლის, ღორის, ან ქათმის) 400 გ
ხახვი - 1 თავი
კიტრის მწნილი - 150 გ
მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
მომზადების წესები:
მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ პიურე.
დაჭერით ხორცი პატარა კუბიკებად და მოხრაკეთ ტაფაზე ალყა-ალყა დაჭრილ ხახვთან ერთად.
დაჭერით კიტრი მოგრძო, პატარა ნაჭრებად.
გამლღვალი ფენოვანი ცომი დაჭერით კვადრატებად და გააბრტყელეთ თითოეული კვადრატი.
მოათავსეთ ცომის თითოეული ნაჭრის შუაგულში ცოტაოდენი კარტოფილის პიურე, ზემოდან კი მოხრაკული ხორცი და კიტრის მჟავე. ცომის კიდეებზე გააკეთეთ ჩანაჭრები. (იხ.ფოტო)
გადაახვიეთ ნავის თითოეული კიდე ისე, რომ ჩანაჭრელი მოხვდეთ ცენტრში.
მოაყარეთ გახეხილი ყველი.
შეუწებეთ კიდეები და მოათავსეთ ნავები პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.