თეგებით ძიება

ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი

ინგრედიენტები
საქონლის ხორცი - 600 გ
პომიდორი - 4 ცალი
ხახვი - 3-4 თავი
ნიორი - 2 კბილი
დაფნის ფოთოლი
ცხარე წიწაკა - 1 ცალი
ღვინო - 300 მლ
ქინძი,ოხარახუში,რეჰანი - თითო კონა
ძირა - გემოვნებით
ხმელი ქონდარი - გემოვნებით
ზეთი - მოსაშუშად
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და ცხელ ზეთდასხმულ ქვაბში შევწვათ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და წიწაკა. დავასხათ ღვინო და ვადუღოთ, სანამ ნახევრამდე დაშრება. შემდეგ დავუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი. ჩავდოთ დაფნის
ფოთოლი. თუ საკმარისი სითხე არ ექნება, შეგვიძლია გადადუღებული წყალი დავუმატოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ
ხორცი ბოლომდე მომზადდება. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი გემოვნებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა