თეგებით ძიება

ფოლგაში გამომცხვარი თევზი ბოსტნეულის არომატით

ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
ხახვი - 2 თავი
პამიდორი - 1-2 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
თევზი - 2 ცალი
ლიმონი

მომზადების წესები
თევზი (ფოტოზე კალმახი) გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ.
სტაფილო გახეხეთ, პამიდორი და ლიმონი დაჭერით რგოლებად, ხახვი თხლად.
ფოლგის ფურცელზე დაალაგეთ ცოტაოდენი ხახვი, შემდეგ დაადეთ თევზი. თევზს წინასწარ წაუსვით მარილი და პილპილი. ზემოდან დაადეთ სტაფილოს ფენა, შემდეგ კი დაალაგეთ პამიდორი. თევზს მუცელში ჩაულაგეთ ლიმონის ნაჭრები. შეფუთეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15-25 წუთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა