მაკარონი ყველითა და ხორცით - ბავშვების საყვარელი სადილი
ინგრედიენტები
მაკარონი - 500 გ
ფარში - 500 გ
კეტჩუპი - 2-3 ს.კ
მდოგვი - 1-2 ჩ.კ
რძე - 400 მლ
კარაქი - 1 ს.კ
ფქვილი - 1 ს.კ
გახეხილი ყველი - 250-300 გ
პამიდორი - 2-3 ცალი
მარილი და პილპილი
საფანელი - 2-3 ს.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი.
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში და გადაწურეთ. გადაიტანეთ ფორმაში.
სანამ მაკარონი იხარშება, ტაფაზე მოშუშეთ ფარში 6-10 წუთის განმავლობაში, სანამ ფერს მთლიანად არ შეიცვლის.
გადმოიღეთ ცეცხლიდან, შეურიეთ მარილი, პილპილი, მდოგვი და კეტჩუპი. გადაიტანეთ თასში. იგივე ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაასხით რძე, კარგად გახსენით და წამოადუღეთ ხშირი მორევით. ხარშეთ 1-2 წუთი, სანამ შესქელდება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაამატეთ გახეხილი ყველი და მარილი (თუ საჭიროდ ჩათვლით). მიღებული სოუსი მოასხით მაკარონს.
ზემოდან გაანაწილეთ ხორცის ფარში, შემდეგ დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი და მოაფრქვიეთ საფანელი. შედგით ღუმელში 15 წუთით. ბოლოს შეგიძლიათ გრილი ჩაურთოთ მოსაბრაწად.