კარტოფილის ღვეზელები ბებიების რეცეპტით
ინგრედიენტები
ცომი:
თბილი წყალი - 1 ჭიქა
მაწონი - 1 ს/კ
მშრალი საფუარი - 2 ჩ/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
კვერცხის გული - 1 ცალი
მარილი - 0,5 ჩ/კ
ზეთი - 2 ს/კ
ფქვილი - 300 გ
გულსართი:
მოხარშული კარტოფილი - 600 გ
კარაქი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი
კამა - 1 კონა
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
1 ჭიქა ფქვილში ავურიოთ მარილი. შაქარი, საფუარი და დავასხათ თბილი წყალი, დავუმატოთ კვერცხის გული და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ მაწონი. ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
კარტოფილი დავჭყლიტოთ, შევაზილოთ მარილი, კარაქი, დაჭრილი კამა და პილპილი.
ცომი დავყოთ 14-16 გუნდად, თითოეულზე მოვათავსოთ კარტოფილის გულსართი, შევკრათ და ხელით გავაბრტყელოთ. შევწვათ ბლომად გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან.