ორაგულის უმარტივესი რეცეპტი
ინგრედიენტები
პილპილი
კამა - 3-4 ღერი
ორაგულის ფილე, კანიანი - 600 გ
მარილი
ლიმონის წვენი
მომზადების წესები
ორაგულის ფილეს დავასხათ ლიმონის წვენი და მინიმუმ 30 წუთი გავაჩეროთ.
წვრილად დავჭრათ კამა, დავამატოთ ახალდაფქული შავი პილპილი და მსხვილი მარილი, ავურიოთ ზეთში.
ეს მასა გადავუსვათ თევზის ფილეს, გავახვიოთ ფოლგაში და შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.