თეგებით ძიება

ვის აქვს ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნებში?

შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ზოგს პირიქით, - სუსტი. ზუსტადაც რომ ენერგეტიკა მოქმედებს ჩვენზე და ჩვენს არჩევანზე. რას მივაღწევთ და რას - ვერა, ესეც ენერგეტიკაა. როგორ გრძნობენ თავს ჩვენ ირგვლივ ადამიანები, რას განიცდიან? - სიყვარულს, შურს, ლტოლვას, პატივისცემას. ამის გაგება კი ქვემოთ მოყვანილი ტექსტითაა შესაძლებელი.


ცეცხლის სტიქია

თუ ვილაპარაკებთ შინაგან ენერგეტიკაზე, მიზანდასახულეობაზე, თვითგანვითარებაზე, საკმაოდ დიდ ენერგიას ფლობენ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები. ასეთი ენერგეტიკის მატარებლები არიან ნიჭიერი პიროვნებები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პრეზიდენტები, თუმცა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებიც
სხვადასხვა ენერგეტიკაც ატარებენ.



ვერძი

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელებს შორის ვერძს ყველაზე დიდი და დამანგრეველი ენერგეტიკა აქვს. ეს პიროვნებები ანგრევენ კედლებს, ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ მიუახლოვდნენ ოცნებას. ყველაფერის ფასად. მათ ამაში ხელს უწყობს უძლიერესი შინაგანი ენერგია, მათი სიტყვა შეიძლება წყევლაც იყოს და დალოცვაც.



 

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს უფრო კონტროლირებადი ენერგია აქვს, ლომები ეგოცენტრიკები არიან. მათ არაფერი აქვთ სხვისთვის დასამტკიცებელი. საკუთარ მიზანს ისინი საკუთარი ძალებით აღწევენ. ამიტომ, იკვებებიან სხვისი ენერგეტიკით და ანადგურებენ მტრებს და მასზე სუსტ ადამიანებს. ვინც მათ გზაზე გადაეღობება, მასზე ზემოქმედება არც ერთ ზოდიაქოს ნიშანს არ შეუძლია. სჯობს გაეცალო ლომს, რომელიც მიიწევს დასახული მიზნისკენ.




მშვილდოსანი

ყველაზე პოზიტიური და გაწონასწორებული ენერგეტიკის მატარებელი ცეცხლის სტიქიათა შორის. მშვილდოსანი. მათ უყვართ მშვიდობა და სიმშვიდე. ისინი მზად არიან ნებისმიერს გაუწოდონ დახმარების ხელი და გაუნაწილონ საკუთარი ენერგია თუ ვინმეს სჭირდება. მშვილდოსანს ბევრი ნიჭი აქვს. ისინი ყველასთან ახერხებენ სიტუაციის დალაგებას. არ თვლიან საჭიროდ სხვას გზა ჩაუხერგონ ან გაწირონ. სამყარო კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, მსგავსი მიდგომა ბევრად ეფექტურია თვითგანვითარებისთვის, ვიდრე ვერძის დამანგრეველი ენერგია.




მიწის სტიქია

მიწის სტიქიის წარმომადგენლების ენერგია არის მშვიდი და ამავე დროს ძლიერიც, რადგან მისი ძალა თვით დედამიწის მატერია - მიწაა. საკუთარი

შინაგანი ენერგიის გამო, თხის რქა, კურო და ქალწული ნელა მიიწევენ დასახული მიზანის მისაღწევად.


კურო

ყველაზე ძლიერ ენერგეტიკას მიწის სტიქიათა შორის, კურო ატარებს. სამყარომ კურო დაასაჩუქრა ძლიერი და მყარი ენერგეტიკით, რაც მას საშუალებას აძლევს თვალებში ჩახედოს თავის პრობლემებს და არ გაექცეს მათ. კუროებთან სიფრთხილის გამოჩენა მაინც საჭიროა. მათ უყვართ სიმშვიდე, მაგრამ თუ აწყენინეს, საპასუხო რექცია ორმაგად დაუბრუნდებათ.




თხის რქა

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის ეს ნიშანი ყველაზე ჭკვიანია და ამავე დროს ცივსისხლიანი და ჩაკეტილიც. ის საკმაოდ მძიმე ენერგეტიკას ატარებს. რის გამოს თხის რქა ჯაბნის სხვა ადამიანებს. თხის რქა ხშირად არის ენერგოვამპირი. სურთ თუ არა ეს, იკვებებიან სხვისი ენერგეტიკით. მათ ცუდი თვალი აქვთ და ვინც გულს ატკენს. ვალში არ რჩებიან.



წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა