ძალიან მარტივი ბლინის ტორტი
ინგრედიენტები
ბლინებისთვის:
ფქვილი - 4 ს/კ
კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 4 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
რძე - 300 მლ
წყალი - 250 მლ
გამდნარი შოკოლადი - 50 გ
კაკაო - 3 ს/კ
მწიკვი მარილი
შაქარი - გემოვნებით
ზეთი - 1 ს/კ
კრემი:
რძე - 500 მლ
ვანილიანი შაქარი - 50 გ
სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი - 40 გ
მომზადების წესი:
ბლინისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი.
შეწვით ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
კრემისთვის: 400 მლ რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე ჯამში შაქარი აურიეთ სახამებელთან ერთად და ნელ-ნელა ჩაასხით 100 მლ ცივი რძე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
ახლა კი წვრილი ნაკადით ჩაუშვით ცხელი რძე, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ კრემი არ გასქელდება.
გამომცხვარ ბლინის ფენებს წაუსვით კრემი და შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით.
მორთეთ ტორტი თქვენი გემოვნებით.