დგება უკურსო მთვარის პერიოდი: როგორ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე?
ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ ტერმინი "უკურსო მთვარე". როგორც ცნობილია, მთვარე ზოდიქოს ნიშნებში გადაადგილდება და სხვადასხვა პლანეტასთან კავშირს ქმნის. მაგრამ არის მომენტები, როცა მთვარე ასპექტს არ ქმნის, "ისვენებს". უკურსო მთვარის პერიოდი შეიძლება რამდენიმე წუთი ან დღეც კი გაგრძელდეს და სწორედ მისი ეს მდგომარეობა მოქმედებს ადამიანებზე.
უკურსო მთვარის პერიოდში დრო თითქოს წყვეტს არსებობას. ამიტომ ამ პერიოდში არ ღირს საქმეების დაწყება. უფრო მეტიც, ადამიანი თითქოს შენელებულია, ყველაფერი ხელიდან უცვივდება, გაფანტული და დაბნეულია.
ასეთ დღეებში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მძღოლებსაც და ფეხით მოსიარულეებსაც.
არ დაგეგმოთ ოპერაციები, მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები.
სხვა დღისთვის გადადეთ სამედიცინო კვლევა.
არ ჩაიტაროთ კოსმეტიკური პროცედურები. განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკისა და ინიექციების გაკეთებას.
ნუ დანიშნავთ ასეთ დღეს ნიშნობას, ქორწინებას.
არ აიღოთ და გასცეთ ვალი.
თუმცა, სულ უსაქმოდ რომ არ დავრჩეთ, ასეთ დღეებში შეგვიძლია:
პასიური დასვენება.
უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფება.
არაფრისმომცემი კავშირების გაწყვეტა, როგორც საქმიანის, ისე პირადის.
მეტაცია და იოგა.
ჩაინიშნეთ დღეები, როცა მთვარე უკურსოა ივნისში:
14.06.2019 22:46 — 15.06.2019 12:03
17.06.2019 11:31 — 17.06.2019 19:13
19.06.2019 14:19 — 20.06.2019 05:01
21.06.2019 17:02 — 22.06.2019 17:01
25.06.2019 02:10 — 25.06.2019 05:38
27.06.2019 10:51 — 27.06.2019 16:32
29.06.2019 21:38 — 30.06.2019 00:09
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.
წყარო: astrologi.ambebi.ge